среда, 2 января 2019 г.

გაკვეთილი 14-ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება

27 დეკემბერს მოვახდინეთ ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგების შეჯამება. ბავშვებმა გაიხსენეს ყველა განვლილი საკითხი. ჩავატარე პატარა ტექსტ-შეჯამება. განვიხილეთ ყველა პასუხი. 
მოსწავლეებს დავურიგე ანკეტა-კითხვარი, სადაც უნდა დაეფიქსირებინათ თავიანთი შეხედულებები წლის მუშაობის შესახებ.


მოსწავლის მიერ საწრეო მუშაობის შეფასება

გამოკითხვა

მოსწავლის სახელი და გვარი:               ................................................................................
თარიღი:                                                     ...............................................................................

1.     თქვენთვის რამდენად საჭირო და გამოსადეგი იყო წრის მეცადინეობაზე მიღებული ცოდნა?
ა) საკმაოდ დროული და საჭირო;  ბ) საჭირო;  გ)  არაფრის მომცემი;

2.     რაში დაგეხმარათ წრის მუშაობის მანძილზე მიღებული ცოდნა?
ა)  გავიღრმავეთ ცოდნა;  ბ) გავაცნობიერეთ;   გ) არაფერში ;

3.     გამოიყენე თუ არა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში?
ა) გამოვიყენე;    ბ)  არ გამომიყენებია;

4.     რამდენად კმაყოფილი ხართ სამუშაო პროცესით?
ა) იყო კეთილგანწყობილი;  ბ) სამუშაო და კეთილგანწყობილი;  გ) უინტერესო იყო;

5.     ისურვებდი თუ არა მსგავს მეცადინეობებში მონაწილეობას?
ა)  ვისურვებდი,რადგან მომეწონა და  ბევრი რამ ვისწავლე;
ბ)  არ ვისურვებდი,რადგან ვერაფერი ვისწავლე;
გ)  ვისურვებდი,რადგან ცოდნის გაღრმავება და განვითარება მჭირდება; 


გმადლობთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий