სსიპ ქალაქ ქუთაისისს N36 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე "მე და კომპიუტერი" დაწყებითი კლასელებისთვის (V-VI).
სასწავლო კურსის მიზანი:
- აზროვნების განვითარება,
სხვა საგნებში მიღებული ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება.
-მოსწავლეს
შეექმნათ სწორი წარმოდგენა ინფორმაციის არსსა და აღნიშნულ პროცესებზე, რაც ხელს შეუწყობს
მომავალში ბავშვის აზროვნების სწორი მიმართულებით განვითარებას.
- მოსწავლეებმა ისწავლონ
თანამშრომლობა, ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება.
-აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადონ
პრეზენტაციები, ბროშურები, სანიშნოები.
- შეძლონ თვალსაჩინოებების შექმნა და მათი გამოყენება.
- ისწავლონ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები, დაეუფლონ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის
ციფრულ საშუალებებს.
-გააცნობიერონ ისტ-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს
დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები.
- დააგროვონ საკმარისი გამოცდილება და შეიძინონ შესაბამისი უნარები, რომ შეძლონ დასმული ტექნიკური ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა.
- გამოიმუშაონ პროქტზე დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევები - მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, გაეცნონ და გაანალიზონ საჭირო მასალები, შეძლონ პროექტის წარდგნენა და მისი დაცვა.
- ისწავლონ გუნდური მუშაობა, დავალებების და პასუხისმგებლობების გადანაწილება, გუნდის უნარების და გამოცდილების სწორი შეფასება, საკუთარი რესურსების ეფექტურად გამოყენება.
- დააგროვონ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ შეძლონ სხვადასხვა შიდა თუ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა.

წრეზე სიარული უფასოა.
გაკვეთლები ჩატარდება კვირაში ერთხელ პარასკევ დღეს.