суббота, 22 декабря 2018 г.

გაკვეთილი N 13 პრეზენტაციის წარმოდგენა

14 დეკემბერს მოსწავლეებმა შემთხვევითობის პრინციპით ყუთიდან ამოიღეს დავალებები, რაზედაც უნდა მოეძიათ ინფორმაციადა შეექმნათ (WORD-ში)დოკუმენტი ფოტოების გამოყენებით და წარმოედგინათ იგი  პრეზენტაციის სახით. ვორდში ნუშაობა უყვართ რადგან იციან ტექსტის აკრება, ფოტოებით გალამაზება, ისწავლეს ტექსტის ფორმატირება, ამიტომ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო და ვიზუალურადაც გაფორმებული.




воскресенье, 16 декабря 2018 г.

გაკვეთილი N12 პრეზენტაცია სასურველ თემაზე

მორიგი გაკვეთილის თემა გახლდათ თვალსაჩინეობის შექმნა სასურველ თემაზე: სპორტი, ხელოვნება და სხვა...
დავალება: შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეებმა  ყუთიდან ამოიღეს ბარათები, სადაც ეწერათ ის  დავალებები, რაზედაც  უნდა შექმნან პრეზენტაციები.
აღნიშნულ თემების ირგვლივ ბავშვებმა მოიძიეს როგორც ტექსტური ასევე ფოტო-მასალა. ამოიწერეს საჭირო საკითხები და იმსჯელეს თუ რომელ მასალას გამოიყენებდნენ მომავალი პრეზენტაციისათვის.




суббота, 8 декабря 2018 г.

გაკვეთილი N11 ინტერნეტი

მოსწავლეებს გავაცანი საკომუნიკაციო საშუალებები; ვისაუბრეთ ინტერნეტის შესახებ, მის დადებით და უარყოფით თვისებებზე, ვისაუბრეთ საძიებო სისტემას გუგლის შესახებ,  ძიება გუგლის გამოყენებით. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე  სურათების გადმოწერა.
ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა თავად მოსინჯეს სურათების გადმოწერა კომპიუტერში. წინა გაკვეთილებზე ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში, ჩავსვით სურათები კომპიუტერიდან. დღეს კი  ტექსტში სურათების ჩასმა მოვახდინეთ ინტერნეტის (online pictures) მეშვეობით. 

пятница, 30 ноября 2018 г.

გაკვეთილი N10 ბუკლეტების დამზადება, ბეჭვდა, სკანირება

დღეს მოსწავლეებმა იმუშავეს მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებაზე, კერძოდ აკრიბეს ტექსტი მოარგეს ბუკლეტს. გააფორმეს და დავბეჭდეს. მოახდინეს დაბეჭდილი ბუკლეტის სკანირება. 

четверг, 22 ноября 2018 г.

გაკვეთილი N9 -ტექსტური რედაქტორი word

ტექსტურ რედაქტორში მოსწავლეებს არ გაძნელებიათ მუშაობა, რადგან ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს რაც ტექსტის აკრებისთვისაა საჭირო, თუმცა საინტერესო გამოდგა   ტექსტის ფორმატირება, მოეწონათ ფონტისა და სტილის განსაზღვრა,  სურათების ჩასმა ტექსტურ რედაქტორში და გვერდის პარამეტრების განსაზღვრა.  იმუშავეს როგორც ინდივიდუალად ასევე წყვილებში. 




გაკვეთილი N8 - ტექსტური რედაქტორი wordpad

16 ნოემბერს განვიხილეთ და ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში. მოსწავლეებს გავაცანი  პროგრამა wordpad. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე თუ როგორ უნდა იმუშაონდა აკრიბონ ტექსტი, როგორ ჩასვან ტექსტში ნახატი, როგორ შეცვალონ ტექსტში სიტყვები, აკრებილი ტექსტის ფერის, ზომის ცვლილება. 
ახსნის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შეასრულეს დავალებები. 

пятница, 9 ноября 2018 г.

გაკვეთილი N7-შესწავლილი მასალის ტესტირება- განხილვა

დღევანდელი გაკვეთილი მიეძღვნა შესწავლილი მასალი ტესტირება- განხილვას. მოსწავლეებს დაურიგდათ ტესტირების ფურცლები კითხვებით:
კომპიუტერის რომელ ნაწლშია მოთავსებული პროცესორი და დამმამახსოვრებელი მოწყობილობები? კომპიუტერის კლასში შესვლის წესებზე უნდა განესაზღვრათ რომელი მსჯელობა იყო მცდარი, სამუშაო მაგიდაზე რომელ ღილაკზე დაწკაპუნებით შეგვიძლია კომპიუტერიში არსებულ პროგრამებს გავეცნოთ, ახალი საქაღალდის შესაქმნელად რა მოქმედება უნდა შესრულდეს. ასევე პროგრამების ფანჯრის ნაწილთან დაკავშირებით უნდა ამოეცნოთ რომელი არ არის ფანჯრის ნაწილი. კითხვები იყო სახატავი პროგრა paint-ის შესახებ, რომელი ბრძანების შესრულებაა საჭირო კომპიუტერში ნახატის შენახვისათვის და სხვა