დღეს მოსწავლეებმა იმუშავეს მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებაზე, კერძოდ აკრიბეს ტექსტი მოარგეს ბუკლეტს. გააფორმეს და დავბეჭდეს. მოახდინეს დაბეჭდილი ბუკლეტის სკანირება.
пятница, 30 ноября 2018 г.
четверг, 22 ноября 2018 г.
გაკვეთილი N9 -ტექსტური რედაქტორი word
ტექსტურ რედაქტორში მოსწავლეებს არ გაძნელებიათ მუშაობა, რადგან ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს რაც ტექსტის აკრებისთვისაა საჭირო, თუმცა საინტერესო გამოდგა ტექსტის ფორმატირება, მოეწონათ ფონტისა და სტილის განსაზღვრა, სურათების ჩასმა ტექსტურ რედაქტორში და გვერდის პარამეტრების განსაზღვრა. იმუშავეს როგორც ინდივიდუალად ასევე წყვილებში.
გაკვეთილი N8 - ტექსტური რედაქტორი wordpad
16 ნოემბერს განვიხილეთ და ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში. მოსწავლეებს გავაცანი პროგრამა wordpad. პროექტორის საშუალებით ვაჩვენე თუ როგორ უნდა იმუშაონდა აკრიბონ ტექსტი, როგორ ჩასვან ტექსტში ნახატი, როგორ შეცვალონ ტექსტში სიტყვები, აკრებილი ტექსტის ფერის, ზომის ცვლილება.
пятница, 9 ноября 2018 г.
გაკვეთილი N7-შესწავლილი მასალის ტესტირება- განხილვა
დღევანდელი გაკვეთილი მიეძღვნა შესწავლილი მასალი ტესტირება- განხილვას. მოსწავლეებს დაურიგდათ ტესტირების ფურცლები კითხვებით:
კომპიუტერის რომელ ნაწლშია მოთავსებული პროცესორი და დამმამახსოვრებელი მოწყობილობები? კომპიუტერის კლასში შესვლის წესებზე უნდა განესაზღვრათ რომელი მსჯელობა იყო მცდარი, სამუშაო მაგიდაზე რომელ ღილაკზე დაწკაპუნებით შეგვიძლია კომპიუტერიში არსებულ პროგრამებს გავეცნოთ, ახალი საქაღალდის შესაქმნელად რა მოქმედება უნდა შესრულდეს. ასევე პროგრამების ფანჯრის ნაწილთან დაკავშირებით უნდა ამოეცნოთ რომელი არ არის ფანჯრის ნაწილი. კითხვები იყო სახატავი პროგრა paint-ის შესახებ, რომელი ბრძანების შესრულებაა საჭირო კომპიუტერში ნახატის შენახვისათვის და სხვა
воскресенье, 4 ноября 2018 г.
გაკვეთილი N5 გრაფიკული რედაქტორი-Paint
26 ოქტომბერს წრეში ჩართულ. მოსწავლეებს გავაცანი გრაფიკული რედაქტორი Paint-ი, ვისაუბრეთ პროგრამა Paint-ის გრაფიკული რედაქტორის ინსტრუმენტებზე, გავეცანით პალიტრას. ვიმუშავეთ ნახატის ფრაგმენტებზე, მისი ფორმის შეცვლებზე, სიმეტრიული ფიგურების შექმნაზე. გავეცანით ნახატის კორექტირებასა და შენახვის ხერხებს, ბეჭვდას.
მოსწავლეებს ვაჩვენე ელექტრო რესურსი გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის შესახებ. ჩვენების შემდეგ თავად შევასრულეთ სამუშაოები(ფიგურების შექმნა, ზომის შეცვლა, კოპირება, ფერის მიცემა), რომელსაც მოსწავლეები პროექტორის საშუალებით აკვირდებოდნენ.
მუშაობის დასასრულების შემდეგ მოსწავლეებს მიეცათ კითხვები და დავალებები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)